ხვალიდან, მოსკოვში ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. შეჯიბრი 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ქართველი ძალოსნები მოსკოვში დღეს გაემგზავრნენ, გამგზავრებამდე კი საქართველოს ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ შემადგენლობა დაასახელა.
- 55 კგ. – გიორგი დოკვაძე
- 61 კგ. – შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი
- 67 კგ. – გოგა ჩხეიძე,
- 73 კგ. – კახი ასანიძე
- 89 კგ. – რევაზ დავითაძე
- 96 კგ. – ანტონ პლესნოი
- 102 კგ. – ირაკლი ჩხეიძე
- +109 კგ. ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე
გოგონების ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას გადაწყვეტილება კი ასეთია:
- 81 კგ – ნათია გადელია
- 87 კგ. – ანასტასია გოტფრიდი
მოსკოვში გამგზავრებამდე, ქართველმა ძალოსნებმა დასკვნითი შეკრება ბათუმში გაიარეს. ამ ევროპირველობაზე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება, რაც ბუნებრივია სპორტსმენებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.





