პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ძიუდოს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი მომდინარეობს.
ეთერ ლიპარტელიანი, უკრაინელი მარია სიკორასა და გერმანელ იანა ციგლერის დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში იპონით ფრანგ სარა ლეონ სისკესთან დამარცხდა.
ქართველმა რეპეშაჟში ტიმნა ნელსონ ლევისთან გამარჯვებით, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ფინალში ლიპარტელიანი კოსოვოელ ნორა ჯაკოვას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ისინი აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ გამარჯვება კოსოვოელს დარჩა.
ჯაკოვამ ქართველი მეტოქე ამჯერადაც დააიპონა და ბრინჯაოს დაეუფლა.
ნაადრევად გამოეთიშნენ ტურნირს სხვა ქართველი ქალი ძიუდოისტები. მარიამ ჯანაშვილმა პორტუგალიელ იოანა დიოგის იპონით აჯობა, შვეიცარიელ ფაბიენ კოხერთან კი ვაზარით დამარცხდა.
რაც შეეხება ტატიანა ლევიცკა-შუკვანს, მან იპონით პორტუგალიელ იოანა რამოსთან წააგო.





