EJU 2021 წელს აფასებს. ევროპის ძიუდოს ფედერაციამ ლაშა შავდათუაშილის საოცარი წელი შეაფასა. ლაშამ 73 კილოგრამ წონოთ კატეგორიაში რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა და გასული წელიც შეაფასა:
“მშვენიერი განცდაა, როცა წარმატებას მიაღწევ, ეს წელი ჩემთვის საოცარი იყო. რეიტინგში პირველი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ არ ვნებდები. არაერთი ცდის შემდეგ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი და დღემდე 3 ტიტული ავიღე: ევროპა, მსოფლიო და ოლიმპიადა. ეს წარმატება დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. ყველაფერს ვაკეთებ, რომ წარმატებას მივაღწიო, ძიუდო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ყველაფერი მომცა, რაც დღეს მაქვს. პირველ რიგში, დიდი სიყვარული მაქვს ჩემი მხარდამჭერებისგან, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩემს წარმატებას და ბედნიერები არიან ჩემთან ერთად. ეს მაძლევს ბრძოლის დიდ მოტივაციას. როცა გამარჯვებას ვიღებ, სულ მავიწყდება ადრე გაწეული შრომა და მაშინვე მსურს მეტი და მეტი ვარჯიში. ბედნიერი კაცი ვარ! Მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!” – განაცხადა ლაშა შავდათუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ქართველი ძიუდოისტი გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ლაშა პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედალი მოიგო და სამი ყველაზე დიდი ტურნირის (მსოფლიო; ოლიმპიადა; ევროპის ჩემპიონატი) გამარჯვებული გახდა.
ცნობისთვის, ლაშა შავდათუაშვილი, როგორც 73 კილოგრამ წონითი კატეგორიის ლიდერი IJF-სგან 10 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს.





