ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე უკვე მე-6 წაგება იწვნია ლევან გორგაძემ. ქართველმა სუმოისტმა, ტურნირის მერვე საშეჯიბრო დღეს ამჯერად ჩიოშომა ფუჯიოსთან წააგო, რომელიც მე-11 მაეგაშირაა.
ფაქტია, რომ ტოჩინოშინი ძველი ფორმისგან და დიდებისგან ძალიან შორს არის, რაც წინა და მიმდინარე ბაშოებზეც თვალნათლივ ჩანს.
ტოჩინოშინი და ჩიოშიმა კარიერაში ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდნენ და მეტოქის უპირატესობა აშკარაა – 3:1. დღევანდელი ბრძოლა ქართველმა სუმოისტმა აქტიურად კი დაიწყო, თუმცა შემდეგ დოჰიოზე დაეცა და უვატენაგეს ილეთით დამარცხდა.
ამრიგად, მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძეს 2 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის დაფიქსირება ძალზედ გაუჭირდება.
ტურნირის მეცხრე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება.





