2024 წლიდან ერთა ლიგაში სამხრეთ ამერიკული ნაკრებებიც ითამაშებენ.
უეფას ვიცე-პრეზიდენტის ზბიგნევ ბონეკის განცხადებით 2024 წლიდან ერთა ლიგას კონმებოლის წარმომადგენელი ათივე ნაკრები შეუერთდება.
გავრცელებული ინფრომაციით, კონმებოლის 6 საუკეთესო ნაკრები ერთა ლიგის A ლიგაში იქნებიან, დანარჩენი ოთხი ნაკრები კი B ლიგაში იასპარეზებს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ნაკრებები როგორი სისტემით ითამაშებენ, რეფორმის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთა ლიგის 2022/2023 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან ერთად C ლიგის მე-4 ჯგუფში მოხვდა.








