საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ერთა ლიგის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა:
“ერთა ლიგის წინა გათამაშებასთან შედარებით, უფრო რთული ჯგუფი შეგვხვდა და შესაბამისად ახლა უფრო ძლიერი მეტოქეები გვყავს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და პლეი-ოფში გასვლა იქნება. ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლოს ცუდად ვითამაშეთ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ, ბულგარეთში კი ამხანაგურ შეხვედრაში საწმუხარო მარცხი განვიცადეთ. თითოეული ჩვენგანის მიზანია, რომ ეს ნეგატიური შედეგი გამოვასწოროთ და წარმატებას მივაღწიოთ,” – განაცხადა იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან ერთად ერთა ლიგის C ლიგის მეოთხე ჯგუფში მოხვდა.





