საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა Hamburger Abendblatt-თან ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.
“როდესაც ის პირველად მოედანზე ვნახე, მივხვდი, რომ მას სხვებისგან გამორჩეული ტალანტი ჰქონდა. ვულოცავ გიორგის ამ ტრანსფერს. ის დაეხმარება ჰამბურგს. გიო ცდილობს დაამტკიცოს, რომ კვლავაც გამორჩეული ფეხბურთელია”, – თქვა იაშვილმა.
ცნობისთვის, “ჰამბურგი” მეორე ბუნდესლიგაში 34 ქულით პირველადგილოსანს მხოლოდ 5-ით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე იაშვილი გერმანიაში 1997-2013 წლებში ასპარეზობდა.
ვეტერანი თავდამსხმელი გერმანიაში ყოფნის განმავლობაში, “ლიუბეკში” “ფრაიბურგში”, კარლსრუეში და “ბოხუმში” თამაშობდა.





