ტოკიო 2020-ზე მეორე შეხვედრა მოიგო ქართველმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა.
57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა გერმანელი ტერეზა შტოლი ძირითადი დროის ამოწურვამდე 11 წამით ადრე ეფექტური გდებით დაამარცხა და სუფთა გამარჯვება ჩაიწერა.
მეოთხედფინალში ეთერის მეტოქე ფრანგი ლეონ სარა სისიკე იქნება.





