ევროპის ჩემპინატზე, B ჯგუფის მეორე ტურის მატჩში, დანიისა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრისას მატჩი მე-10 წუთზე ცოტა ხნით შეჩერდა.
მიზეზი პატივისცემაა, რომელიც ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და გულშემატკივრება კრისტიან ერიქსენის მისამართით გამოხატეს. 1 წუთის განმავლობაში, მოედანზე და ტრიბუნებზე ერიქსენს ტაშით მიესალმა.
როგორც იცით, 29 წლის ფეხბურთელი ნაკრებში 10-ნომრიანი მაისურით გამოდის და მე-10 წუთზე მატჩის გაჩერების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფის პირველი ტურში დანიისა და ფინეთის ნაკრებების მიმდინარეობისას კრისტიან ერიქსენ ერიკსენი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გაზონზე უგონოდ დაეცა.
ფეხბურთელს მაშინვე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ, საბოლოოდ ექიმებმა ერიკსენი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას შეტევა დაემართა.





