29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე პოლონურ გროძისკ მაზოვიეჩკიში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
Kozerki Open-ზე მე-3 ნომრად განთესილი გორგოძე ფინალში მე-6 რეიტინგის მქონე ფრანგ ხლოე პაკეს გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში 7:6 (9:7), 0:6, 6:4 მოიგო.
თამაში 2:30 საათს გაგრძელდა და ეკატერინემ 8-დან 4 ბრეიკ პოინტი გამოიყენა და მართალია, თავად მოწოდება 6-ჯერ წააგო, გამარჯვებას მაინც მას დარჩა.
მოსალოდნელია, რომ გორგოძე მსოფლიო რეიტინგში 21 ადგილით დაწინაურდება და 164-ე ადგილზე გადავა, რაც მის კარიერის რეკორდს უკვე მცირედით ჩამორჩება.





