უკრაინაში საომარი მოქმედებები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საბრძოლო შეტაკებები ახლა კიევში, ხარკოვში და რამდენიმე სხვა ქალაქში მიმდინარეობს.
აღნიშნული მდგომარეობის გამო, მსოფლიოს სპორტული ორგანიზაციები რუსეთს სანქციების უწესებენ.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და საერთაშორისო ელჩის სტატუსი შეუჩერა.
ვლადიმერ პუტინს IJF-მ ორგანიზაციის საპატიო ელჩისა და პრეზიდენტის სტატუსი 2008 წლის 7 ოქტომბერს, მე-60 დაბადების დღეზე მიანიჭა.








