რუსეთი ქალაქ უფაში 27 ნოემბერს ძიუდოს გუნდური ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნულ ტურნიზე საქართველოს ნაკრები 10 ძიუდოისტით იასპარეზებს:
73 კგ: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი 90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე
+90 კგ: გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი
57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
70 კგ: მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი
+70 კგ: სოფიო სომხიშვილი

ტურნირის დაწყებამდე 17 დღით ადრე აღნიშნულ შეჯიბრებაში დარეგისტრირებული 15 ქვეყნის 121 ძიუდოისტი გახლავთ.
შერეული გუნდური შეჯიბრება ოლიმპიური კომიტეტისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით 2018 წლიდან ტარდება.





