თელ-ავივის გრან სლემზე, ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პირველი კომენტარი გააკეთა.
ქართველი სპორტსმენის ინტერვიუს ძიუდოს ფედერაციის Faceboo-გვერდი ავრცელებს.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, ჩემს ოჯახს, არხილოსკალოს, ჩემს გუდამაყარს, მთელ მთიულეთს. დღეს გავიმარჯვეთ, ორჯერ ავაჟღერეთ ქართული ჰიმნი. საერთო ჯამში ძალიან კარგი შედეგი დავდეთ და ძალიან ბედნიერი ვარ ქართული ჰიმნის აჟღერების მიზეზი მე რომ ვარ. ეს პატრიოტი ადამიანისთვის არის ყველაზე მაგარი გრძნობა. სამომავლოდ ვეცდები, რომ თქვენი გულები კიდევ ბევრჯერ გავახარო და არაერთხელ ავაჟღერო საქართველოს ჰიმნი“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ თელ-ავივის გრან სლემზე ქართულმა დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ლაშა ბექაურის გარდა ტურნირის ჩემპიონი მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი გახდა.







