დოჰას ტურნირის ტრიუმფატორმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, დუბაიში ჩემპიონურად ვერ დაიწყო. პრინციპში უკვე დაასრულა კიდეც. შეგახსენებთ, აღნიშნული შეჯიბრი გაცილებით მაღალ დონეს ანუ 500-იან კატეგორიას განეკუთვნება და იქ პირველ ნომრად ავსტრიელი დომინიკ ტიმია განთესილი.
ჩვენებურმა მეჩოგნემ სასტარტო მატჩში მისთვის და ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ტეილორ ფრიცის დამარცხება ვეღარ მოახერხა. ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ბასილაშვილმა ამერიკელ ჩოგბურთელს დოჰას ტურნირის ნახევარფინალშიც აჯობა. ამჯერად კი იგივეს გაკეთება აღარ მოხერხდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი სეტი 6:4 კი მოიგო, მაგრამ შემდეგ მიჯრიდ ორი პარტია წააგო. აქედან გადამწყვეტი სეტი ტაიბრეიქზე. საბოლოოდ კი ფირცმა 4:6, 6:3, 7:6 იმარჯვა.
23 წლის ტეილორ ფრიცი რეიტინგის 30-ე ნომერია, ხოლო ქართველ და ამერიკელ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრებში ამერიკელი დაწინაურდა – 2:1.
სავარაუდოდ, ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო ტურნირი მაიამის მასტერსი იქნება, რომელიც დუბაის ტურნირის დასრულების შემდეგ დაიწყება.





