თანამედროვეობის და ალბათ ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ტრავმირებულია. ამ მიზეზით ჯიჯიმ სერია ა-ს 26-ე ტურის მატჩი გამოტოვა, რომელშიც „იუვენტუსმა“ „კალიარის“ 3:1 მოუგო.
როგორც იტალიური მედია იუწყება, 43 წლის კიპერს გამოკვლევების დროს ზურგის დაზიანება დაუდგინდა და გაურკვეველი ვადით უქმობა მოუწევს.
ჯიჯი ბუფონი „იუვენტუსში“ 17 წლიანი თამაშის შემდეგ, ერთი წლით „პსჟ“-ში გადავიდა და ისევ ტურინულ გუნდს დაუბრუნდა
ალბათ შეხსენება არ უნდა იყოს საჭირო, რომ ბუფონი 2006 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კარიერაში კი ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგია.





