ნიდერლანდების ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი დონიელ მალენი “პეესვედან” კარიერას ბორუსია “დორტმუნდში” გააგრძელებს.
ახლაგაზრდა შემტევმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ფეხბურთელმა მარკო როსეს გუნდში გადასვლის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:
“დორტმუნდის „ბორუსია“ საუკეთესო ევროპული კლუბია, რომელიც ბუნდელიგის მწვერვალზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზეც საუცხოო შედეგებს აჩვენებს.
მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა ახალ თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე გავალ. რაღა თქმა უნდა, გულშემატკივრებთან შეხვედრასაც ველი, რომლებითაც მთელი ევროპაა აღტაცებული.“-განაცხადა დორტმუნდის ახალწვეულმა
ცნობისთვის, ახალგაზრდა მალენმა გასულ სეზონში “პეესვეს” მაისურით 32 მატჩი ჩაატარა 19 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.





