ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში „დალას მევერიქსმა“ შინაურ კელდებში „ბოსტონ სელტიკი“ 110:107 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ლომის წვლილი დალასელთა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა შეიტანა.
სლოვენიელი კალათბურთელი ყველა მატჩში გამორჩეულია და მეტოქეთა რბევას ჩვეულ სტილში განაგრძობს. ახლაც, მან თავი 31 ქულას, 10 მოხსნას და 8 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
დონჩიჩისგან მოწინააღმდეგე გუნდების კალათში ბურთის მოთავსება აბა ვის უნდა გაუკვირდეს, მაგრამ ამჯერად მისი მხრიდან უნიკალური რეკორდის გამეორბასთან გვაქვს საქმე. დონჩიჩი ზედიზედ მეორე სეზონია ნბა-ში 30 მატჩში მინიმუმ 750 ქულას და 250-250 მოხსნა-ასისტს აგროვებს.
ამ მაჩვენებლით ლუკა დონჩიჩი ნბა-ს ისტორიაში გახდა მეორე კალათბურთელი, რომელმაც ეს შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა. აქამდე, ამით მხოლოდ ოსკარ რობერტსონს შეეძლო დაეკვეხნა.





