7 წლიანი პაუზის შემდეგ, „მილანი“ ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. „როსონერისთვის“ აწ უკვე დასრულებული სეზონი წარმატებული გამოდგა, რაშიც თავისი წვლილი „როსონერის“ კიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამაც შეიტანა.
22 წლის იტალიელ მეკარეს მილანურ გრანდთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და დიდი ალბათობით ის აღარ გაგრძელდება. გუნდის ბოსები და დონარუმა ხელფასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც იტალიელი მეკარე სავარაუდოდ „მილანს“ დატოვებს.
ჯანლუიჯი დონარუმა რომ უგუნდოდ დიდხანს არ დარჩება ორი აზრი არ არსებობს. ნიჭიერ მეკარეს „ბარსელონამ“ დაადგა თვალი. როგორც ესპანური და იტალიური მედია წერს, კატალონიური გრანდი მზად არის დონარუმას წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.
რაც შეეხება მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ის თითქოს „დორტმუნდში“ უნდა გადაბარგებულიყო, თუმცა მოარული ხმები არ გამართლდა და გერმანელი კიპერიც „ბარსელონაში“ რჩება.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. უდავოდ ცხელი სატრანფერო ზაფხული გველის.





