უკრაინული კლუბის, “ვპკ-აგროს” ფეხბურთელმა, ლუკა კობერიძემ ცნობილ ფეისბუქ გვერდთან – “ქართული ფეხბურთი” უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
“დნეპრში ვართ, აქ სიწყნარეა, ბაზაზე ვიმყოფებით და ვარჯიშები არ გვაქვს. არ ინერვიულოთ იარაღები გვაქვს და თუ საჭირო გახდება ჩვენც ვიომებთ. დიდება უკრაინას”, – განაცხადა კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აფეთქების ხმა ისმის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაც არის გამოაცხადებული.





