ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნეფჩისთან (1-2) მარცხის შემდეგ დინამოს გულშემატკივრებსა და გუნდის ხელმძღვანელებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ნეფთჩისთან მატჩის მიმდინარეობისას დინამოს გულშემატკივართა ნაწილი რომან ფიფიას მენეჯმენტს აპროტესტებდა და მის გუნდიდან წასვლას ითხოვდა, ჰქონდათ ბანერი რომელიც დაცვამ და შსს თანამშრომლებმა ჩამოახსნევინეს და გაშლის უფლებას არ აძლევდნენ.
მატჩის განმავლობაში სხვადასხვა შეძახილები ისმოდა, მათ შორის „დინამო ფიფიას გარეშე“ რაზეც რა თქმა უნდა დინამოს მენეჯმეტნს კარგი რეაქცია არ ჰქონია და მატჩის შემდეგ გულშემაკტივარს გინებით, სტადიონზე არ შეშვებით და სხვა მრავალი უცენზურო თუ არაეთიკური განცხადებით ემუქრებოდნენ.





