თბილისის “დინამოს” გენერალური სპონსორი კომპანია Betlive აღარ იქნება. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა დოლიძე bm.ge-სთან საუბარში ადასტურებს.
“ახალი სეზონისთვის, ახალი პირობებით, შეთანხმებული კონტრაქტი შეჩერდა; მიზეზი რეგულაციებია, რომელიც აზარტული თამაშების სექტორს ეხება სასპონსორო პაკეტის დაკარგვით, “დინამოს“ ბიუჯეტს 15% დააკლდება”. – განაცხადა ზაზა დოლიძემ.
თბილისური გუნდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, არამარტო დედაქალაქური გუნდისთვის, აზარტული თამაშების სექტორი, სხვა ბევრი კლუბისთვისაც მნიშვნელოვანი დაფინანსების წყარო იყო და მათი ჩანაცვლება სხვა პარტნიორებით რთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის “ლოკომოტივმა” რეგულაციების გამო დიდი ფინანსური ზიანი განიცადა.





