“დინამო ზუგდიდი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 10 ფეხბურთელს: გიგა წურწუმიას, ლუკა სოსიაშვილს, დავით სამსონიას, მიხაილ რადჩენკოს, ვოლოდიმირ ტიტიევსკიას, ლექსანდრე სულაძეს, კახაბერ ჯიქიას, ერეკლე მალაზონიას, ზურაბ ბერიძეს და ბექა ჭკუასელს დაემშვიდობა.
კლუბი ასევე დატოვა მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ გოგიჩაიშვილმა.
დიდი ალბათობით ირაკლი კლიმიაშვილიც დატოვებს მეგრულს გუნდს.
ეროვნული ლიგა 2-ის განახლებამდე გუნდებმა უკვე დაიწყეს მზადება და ცვლილებები სხვა კლუბებშიცაა მოსალოდნელი.
“დინამო ზუგდიდს” ამ ეტაპზე ჯანო მაქაცარია გაწრთვნის, რომელიც გასულ სეზონში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.




