ეროვნული ლიგის 25-ე ტურში “დინამო თბილისმა” პაუზის ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ქობულეთის “შუქურა” ანგარიშით 0:4 დაამარცხა.
ანგარიში თორნიკე მორჩილაძის ჩაწოდების შემდეგ ზორან მარუშიჩმა თავური დარტყმით გახსნა, ტაიმის ბოლოს დავით სხირტლაძის იდეალური პასით ოსეი ბარნსი მეკარესთან პირისპირ დარჩა და უპირატესობა ორამდე გაზარდა.
დინამომ მე-2 ტაიმშიც ორი გოლი გაიტანა. შეცვლაზე შესულმა მილან რადინმა კი 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჯერ მარუშიჩს დაეხმარა დუბლის შესრულებაში, შემდეგ კი მისი გადაცემით ლევან ხარაბაძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“დინამო თბილისმა” 48 ქულა დააგროვა და 25 ტურის შემდეგ მე-2 პოზიციაზეა. “შუქურა” 21 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.





