10 იანვარს, ზამთრის პაუზის შემდეგ “დინამო თბილისი” დიღმის ბაზაზე პირველად შეიკრიბა. გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩართულნი იყვნენ თბილისური კლუბის ახალწვეულები: სტანისლავ ბილენკი, დმიტრი ანტილევსკი, გოდფრი სტეფენ ბიტოკი და დავით კერესელიძე. უახლოეს დღეებში კი თანაგუნდელებს სხვა ლეგიონერებიც შეუერთდებიან.
დინამო 21 იანვრის ჩათვლით მზადებას თბილისში გააგრძელებს. 22 იანვრიდა კი, კახა ცხადაძის გუნდი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება.





