ბათუმის “დინამომ” ოთხი ფეხბურთელი დაიმატა. ინფორმაციას აჭარული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გია გეგუჩაძის გუნდს ირაკლი ბიძინაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი და გიორგი ბეგაშვილი შეუერთდნენ.
ირაკლი ბიძინაშვილი გია გეგუჩაძის გუნდს გორის “დილადან” შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ანდრეი დემჩენკოს გუნდის მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აჭარულმა გუნდმა ლუკა ქაფიანიძე, გიორგი რეხვიაშვილი და გიორგი ბეგაშვილი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.





