ეროვნული ლიგის მე-3 წრის ბოლო 27-ე ტურში “დინამო ბათუმი” გორში, “დილას” დაუზავდა ანგარიშით 2:2.
დილას და დინამო ბათუმის მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. 23-ე წუთზე ბათუმელთა დაცვის ხაზი ჩავარდა და უსმანე კამარა მეკარესთან პირისპირ დარჩა, რის შედეგადაც ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. 33-ე წუთზე ფლანგიდან სანდრო ალთუნაშვილის გადაცემის შემდეგ, ჯაბა ჯიღაურმა ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.
მე-2 ტაიმში 61-ე წუთზე ჯიღაურს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა.73-ე წუთზე ვანდერსონმა საჯარიმოში ფლამარიონ ჯოვინო წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა. 76-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ პაატა ღუდუშუარის პასით თავური დარტყმით მოახერხა ლაზარე კუპატაძის კარში გოლის გატანა. საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.
“დინამო ბათუმს” 57 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, გორის “დილა” კი 44 ქულით მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში გია გეგუჩაძის გუნდი 3 ოქტომბერს, ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლებს, გორის “დილა” კი ქობულეთის “შუქურას” სტუმრად დაუპირისპირდება.





