25 დეკემბერს, ერთი თვე გახდება, რაც ფეხბურთის ღმერთმა მარადიულ სასუფეველში გადაინაცვლა. ის მოკვდა, მაგრამ ცოცხალია მილიონობით გულშემატკივრის გულებში.
რა თქმა უნდა, დიეგო მარადონას გარდაცვალება ჩვეულებრივი ამბავი არ ყოფილა. მედიკოსები და პროკურატურა მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენას ცდილობენ.
ამასობაში ცნობილი გახდა ანალიზის შედეგებიც, რომელიც ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე იქნა აღებული. ირკვევა, რომ დიეგოს ორგანიზმში არცერთის კვალი არ აღმოჩნდა, მაგრამ ლეგენდარული ფეხბურთელის სისხლში პრეპარატ ვენლაფაქსინის ნიშნები იყო, რომელიც შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოიყენება.
მედიცინის მუშაკების და ექსპერტების თქმით, ეს პრეპარატი გულის არითმიას იწვევს. არგენტინის პროკურატურა აპირებს სხვადასხვა ქვეყნებიდან ექიმების და მედიკოსთა კონსილიუმს მიანდობს დასკვნას, შეიძლებოდა თუ არა ამ პრეპარატების მიღების გარეშე ლეტალური შედეგის თავიდან აცილება.
უცხოური მედიის ცნობით, დიეგო მარადონას ცხედარს, რომელიც 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ბალზამირებას გაუკეთებენ და მავზოლეუმში დაასვენებენ.





