2021 წლის სუმოს მაკუუჩი დივიზიონი 10 იანვარს დაიწყება და ის ჰაცუ ბაშოთი გაიხსნება.
ტურნირში მონაწილეობას დიდი იოკოძუნა კაკურიუ გამოაკლდება, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.
სუმოს ასოციაცია ყველა რიკიშის ტესტირებას ჩაუტარებს, მათ შორის ქართველ ტოჩინოშინსაც.
პროფესიულ სუმოში მრავალი წლის განმავლობაში გაწერილი გეგმა შეიცვალა და ბაშოს სასტარტო დღეების განრიგი არა – პარასკევს, არამედ შაბათს გამოქვეყნდება.
სასიამოვნოა, რომ ლევანი ბანძუკეში ორი საფეხბურით დაწინაურდა და მოახლოებულ ტურნირზე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს.
მას მოქმედ სუმოტორთა შორის ფაქტობრივად ყველა უძლიერეს რიკიშისთან მოუწევს დაპირისპირება.








