საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ხუან მარტინ დელ პოტროს ჩოგბურთიდან წასვლას გამოეხმაურა.
“სასიამოვნო და დიდი პატივი იყო შენს წინააღმდეგ თამაში. ყველაფერ საუკეთესო გისურვებ მომავალში”, – წერს ბასილაშვილი.
ცნობისთვის, არგენტინელმა ჩოგბურთელმა, კარიერა ამ კვირაში დაასრულა.
ის ტრავმებმა შეაწუხა, რის გამოც ძალიან დიდი პერიოდი გაუცდა და კორტზე დაბრუნება დროულად ვეღარ მოახერხა.
ხუან მარტინ დელ პოტროს კარიერაში 22 ATP-ის ტიტული აქვს მოგებული. მათ შორის ყველაზე გამოსარჩევი 2009 წელს მოპოვებული ამერიკის ღია პირველობაა.








