კატალონიის “ბარსელონას” 18 წლის ტალანტი ანსუ ფატი მოედანს უბრუნდება. ახალგაზრდა ესპანელი შემტევი “ლევანტეს” წინააღმდეგ ბლაუგრანას განაცხადში მოხვდა.
აღსანიშანვია, რომ ბოლოს ფატი მოედანზე 2020 წლის 7 ნოემბერს ლა ლიგის მატჩში “ბეტისის” წინააღმდეგ ვიხილეთ, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება მიიღო. მას შემდეგ ესპანელ თავდამსხმელს მატჩი არ ჩაუტარებია.
ანსუმანე ფატიმ ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო. დღეს კი კატალონიურმა კლუბმა საინტერესო ვიდეო გაავრცელა, სადაც ბარსელონას ახალი ათიანი გულშემატკივრებს მიმართავს:
”კულეებო, მე მზად ვარ”
Yes, he's back! @ANSUFATI is back! 😀
— FC Barcelona (@FCBarcelona) September 25, 2021
შეგახსნებთ, რომ კატალონიის “ბარსელონას” და “ლევანტეს” დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 18:15-ზე გაიმართება.
🚨 𝙎𝙌𝙐𝘼𝘿 𝙇𝙄𝙎𝙏 !! 🚨 #BarçaLevante pic.twitter.com/mRnjSdu050
— FC Barcelona (@FCBarcelona) September 25, 2021








