ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ახლოვდება და გუნდებმაც ნელ-ნელა განაცხადების დასახელება დაიწყეს. მალე თავის რჩეულებს იტყვის დიდიე დეშამიც.
როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L”EQUIPE იუწყება, დეშამი გულშემატკივრებისთვის სიურპრიზის გაკეთებას აპირებს და კონტინენტის პირველობისთვის ნაკრებში ქარიმ ბენზემას დააბრუნებს.
შეგახსენებთ, უეფამ კორონავირუსის პანდემიის გამო გუნდებს ნება დართო 23-ის ნაცვალდ განაცხადში 26 ფეხბურთელი შეიყვანონ. რაც შეეხება ბენზემას, ის ნაკრებიდან მოკვეთილია და მამლებში დიდი ხანია აღარ თამაშობს, თუმცა როგორც ფრანგული მედია გვამცნობს, „რეალის“ ფორვარდს თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში კვლავ ვიხილავთ.
ევრო 2020 სტარტს 11 ივნისს აიღებს, საფრანგეთის ნაკრები კი ჯგუფში გერმანიასთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან ერთად მოხვდა.





