ნიდერლანდების სამწვრთნელო შტაბში ამბობენ, რომ უკრაინასთან გასამართ მატჩში, დე ლიხტის თამაში საეჭვოა. გადაწყვეტილებას, სამედიცინო პერსონალი მას შემდგ მიიღებს, რაც დე ლიხტს მიკრო ფიტნეს-ტესტი ჩაუტარდება.
იუვენტუსის მცველმა, საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ასევე დაშავებულია იუნაიტედის ყოფილი მცველი – დელი ბლინდი, რომელსაც მუხლი აწუხებს.
ტრავმიანობაა უკრაინის ბანაკშიც, სადაც კიევის დინამოს ფლანგის ნახევარმცველი, ვიკტორ ციგანკოვია დაშავებული, რომელსაც სავარაუდოდ იარმოლენკო შეცვლის.
ნიდერლანდებს დიდ ტურნირზე ამსტერდამში, ბოლოს ევრო 2000-ზე, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ აქვთ ნათამაშები. დღევანდელი შეხვედრა, 21 წლის შემდეგ პირველი ასეთი მატჩი იქნება. ზოგადად კი, ნარინჯისფერებმა დიდ ტურნირებზე ჩატარებულ 12 გახსნით შეხვედრაში, მხოლოდ 1 წააგეს, 2012 წელს დანიის წინააღმდეგ.






