აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე ტურში დავით ვოლკოვმა თავი ბაქოს „ნეფთჩის“ წინააღმდეგ გამოიჩინა.
ვოლკოვმა გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ულამაზესი „მაკრატელა“ დარტყმით გაიტანა, თუმცა მისი გუნდის წაგებისგან ვერ იხსნა და „ზირა“ 1:2 დამარცხდა.
ქართველი შემტევი „ზირას“ რიგებში 2020 წლის დასაწყისიდან ასპარეზობს. დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 24 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
ორი ტურის შემდეგ „ზირა“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში 1 ქულით მეექვსე ადგილზეა.





