საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აზერბაიჯანული “ზირას” ფეხბურთელი, დავით ვოლკოვი ირანული “პერსეპოლისის” ინტერესებშია.
26 წლის თავდამსხმელი შესანიშნავ ფორმაშია და აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირია, ასევე საქართველოს ნაკრებშიც წარმატებული მატჩები ჰქონდა.
“პერსეპოლისი” ირანული ფეხბურთის მთავარი კლუბია და ტრანსფერის შემთხვევაში ვოლკოვს თავის გამოჩენის საშუალება აზიის ჩემპიონთა თასზე ექნება.
ცნობისთვის, Transfermartk-ზე დავით ვოლკოვი 700 000 ევროდ არის შეფასებული.





