საქართველოს ნაკრების 28 წლის ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ შესაძლოა დონეცკის შახტარი უახლოეს მომავალში დატოვოს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
footboom.com-ის ცნობით, ქართველ ფეხბურთელს ორი ვარიანტი აქვს – ბელგიური გენკისა და დანიური კოპენჰაგენის და სავარაუდოდ, ხოჭოლავა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
ამჟამად დავითი შახტართან ერთად ავსტრიულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც პირველ საკონტროლო მატჩში ითამაშა კიდეც.
დავით ხოჭოლავას შახტარში 2017 წლიდან გამოდის. მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
კოპენჰაგენი ხოჭოლავათი ერთი წლის წინაც დაინტერესდა, მაგრამ მაშინ მხარეებმა მოლაპარაკება ვერ შეძლეს. გასულ სეზონში დანიურმა კლუბმა ქვეყნის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება გენკს, სადაც წლების წინ თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია გამოდიოდნენ, გუნდმა ბელგიის ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა.





