ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის, დავით ხახალეიშვილის ცხედარი მინსკიდან საქართველოში ჩამოასვენეს.
ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები დახვდნენ და მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
49 წლის დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მას გულის დილატაციური კარდიომიოპათია რთული დაუდგინდა, რომელიც რთულ ფორმებში მიმდინარეობდა. მინსკში მას ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
2020 წლის შემოდგომაზე, მის დასახმარებლად მთელი ქართული სპორტული სამყარო გაერთიანდა და საოპერაციოდ სოლიდური თანხაც შეგროვდა. მინსკში მას ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშით გამოვიდა. ასევე, დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა და აღიმართა ქართული დროშა.








