მანჩესტერ იუნაიტედის და ინგლისის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელმა მარკუს რაშფორდმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ თავის სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“არ ვიცი საიდან დავიწყო და როგორ გადმოვცე სიტყვებით ის ემოციები, რაც ახლა მაქვს. რთული სეზონი მქონდა, ეს ყველამ დაინახა და ვთვლი, რომ ფინალში მოედანზე არათავდაჯერებული გავედი. ყოველთვის ვთვლიდი, რომ პენალტის დარტყმა კარგად შემეძლო, მაგრამ ახლა თავს კარგად ვერ ვგრძნობდი.
გრძელი გამორბენით ჩემს თავს დამატებითი დრო მივეცი, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მივიღე. ვიცი, რომ თანაგუნდელები დავაღალატე. ვიცი, რომ ყველას გავუცრუე იმედები. მე მხოლოდ პენალტის გატანა მმართებდა, ჩემი წვლილის შესატანად.
პენალტის გატანა ძილის დროსაც შემიძლია მაგრამ რატო არა ახლა ? ეს კითხვა ისევ თავში მიტრიალებს და ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
ფინალი. 55 წელი. 1 პენალტი. მხოლოდ ბოდიში შემიძლია გითხრათ. ვისურვებდი, რომ სხვანაირად მომხდარიყო.
პატივისცემა ჩემ თანაგუნდელებს, ეს ზაფხული ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ამაში მათ ყველამ ითამაშეს როლი. ჩვენ გვაქვს ძმობა, რასაც ვერავინ დაანგრევს. თქვენი წარმატება ჩემი წარმატებაა. თქვენი წარუმატებლობა ჩემი წარუმატებლობაა.
მე გავიზარდე სპორტში, სადაც მივეჩვიე კომენტარების მოსმენას ჩემი კანის ფერზე, ადგილზე, სადაც გავიზარდე და ბოლოს იმაზეც, თუ როგორ ვატარებ თავისუფალ დროს. ნებისმიერ დროს მივიღებ კრიტიკას ცუდად თამაშის ან პენალტისთვის, თუმცა არასდროს ვაპატიებ მას, ვინც ჩემს პიროვნებაზე და საცხოვრებელ ადგილზე ისაუბრებს.
არასდროს ვყოფილვარ ამაზე მეტად ამაყი, სამი ლომის მაისური მეცვა და ათი ათასობით ქომაგს შორის ჩემი მშობლებიც იყვნენ. ასეთ დღეებზე ვოცნებობდი. დღეს მიღებული მესიჯების დიდი ნაწილი პოზიტიური იყო, ვიტინგტონში მომხდარი ამბის გამო კი ცრემლები წამომივიდა.
მე ვარ მარკუს რაშფორდი, 23 წლის, ვიტინგტონიდან, სამხრეთ მანჩესტერიდან.
მადლობა კეთილი მესიჯებისთვის ყველას. მე დავბრუნდები უფრო ძლიერი. ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები.”-განაცხადა რაშფორდმა








