ფეხბურთის გულშემატკივარს ეცოდინება, რომ ამას წინათ პოპულარულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ სხვადასხვა ნომინაციებში ყველა დროის საუკეთესოები გამოავლინა.
გამოკითხვაში არაერთი ქვეყნის სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მეკარიდან დაწყებული ფორვარდით დამთავრებული საუკეთესოები შეარჩიეს, თუმცა გამოკითხვა მხოლოდ ინდივიდუალური ნომინაციებით არ შემოფარგლულა. „ფრანს ფუტბოლმა“, 33 ფეხბურთელიდან ყველა დროის 3 საუკეთესო გუნდიც დაასახელა.
ახლო წარსულში გამოჩენილი ფეხბურთელი სამუელ ეტოო, აღნიშნული გამოკითხვით აღშფოთებულია. კამერუნელი ფორვარდი, რომელსაც „ინტერის“ და „ბარსელონას“ რიგებში ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, ჯამში კი ორივე გუნდში თამაშის დროს 14 ტიტულს დაეუფლა აფრიკელი ფეხბურთელების იგნორირებას ვერ ეგუება და „ფრანს ფუტბოლს“ მწვავედ აკრიტიკებს.
„გამოდის, ჩვენ აფრიკელები აღარ ვარსებობთ“ – წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეტოო. 29 წლის ყოფილი ფეხბურთელი აღნიშნულ გამოკითხვას უნდობლობას უცხადებს და გაოგნებას ვერ მალავს.
ისე, ცოტა არ იყოს, მართლა გასაკვირია, რომ ყველა დროის 3 სიმბოლურ ნაკრებში არცერთი აფრიკელი ფეხბურთელი არ ფიგურირებს.





