ლუქსემბურგში გამართული ძიუდოისტთა ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს დელეგაციამ ტრიუმფალური შედეგით დაასრულდა.
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ტურნირი 6 მედლით დატოვეს, აქედან 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონი 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 20 წლის ნიკა ხარაზიშვილი გახდა, რომელმაც შეჯიბრზე ოთხივე დაპირისპირების მოგება შეძლო.
20 წლის სპორტსმენი უახლოეს მომავალში მსოფლიოს ჩემპიონობას უმიზნებს, მისთვის მისაბაძი ძიუდოისტი კი ლაშა შავდათუაშვილია და მის მსგავსად ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვება სურს.
„პრაიმ სპორტი“ ნიკა ხარაზიშვილს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:
– როგორი შეგრძნებაა ევროპის ჩემპიონობა?
– ძალიან გამიხარდა, დიდი ემოციები მოყვა გამარჯვებას და ვიგრძენი რო ყველაფრის გაკეთება შეიძლება.
– შემართება როგორი იყო?
– მოტივაცია იყო უმაღლესი დონის, ჩართული ვიყავი თავიდან ბოლომდე, ასე ვთქვათ ყველანაირად მზად ვიყავი.
– ფინალურ შეხვედრის ემოციებზე რომ გვესაუბრო…
– იმ მომენტში ჯერ კიდევ ვერ ვაცნიბიერებდი ემოციებს, მაგრამ რაც იყო ძალიან კარგი იყო.
– რა არის შენი მიზნები უახლოეს მომავალში?
– პირველი მიზანი ამ წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა, რომელიც უკვე 1 თვეში იტალიის ქალაქ ოლბიაში ჩატარდება.
– შენთვის მისაბაძი ძიუდოისტი?
– ჩემთვის მისაბაძი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილია.
– რა არის შენი ოცნება?
– ჩემი ოცნება ოლიმპიური ჩემპიონობაა, როგორც ყველა სპორტსმენისთვის.
– რას ეტყოდი ახალგარზდებს?
– ვეტყოდი, რომ ბევრი იშრომონ და შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.





