17 წლის ნახევარმცველი, ნიკა ნოზაძე მიუნხენის ბაიერნმა მსოფლიო გუნდის 19-წლამდელთა შემადგენლობაში მიიწვია.
ნიკა ბაიერნის შეკრებას 28 ივნისს, მექსიკაში შეუერთდება, სადაც 10 ივლისამდე დარჩება. ამის შემდეგ გერმანული გრანდის მწვრთნელები მიიღებენ გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელი 19-წლამდე გუნდის შემადგენლობაში. საგულისხოა, რომ ნიკა სკაუტებმა 1200 მოთამაშიდან შეარჩიეს და ის საუკეთესო 15 ფეხბურთელს შორის მოხვდა.
Prime Sport-ი ნიკა ნოზაძეს დაუკავშირდა მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.
– რომელ გუნდში დაიწყეთ კარიერა და რა გზა გაიარეთ აქამდე?
– ფეხბურთის თამაში დავიწყე 9 წლის ასაკში ნორჩ დინამოში. შემდეგ იყო რამდენიმე სეზონი ლოკომოტივში, გაგრაში და ბოლოს მუხიანში.
– მიუნხენის ბაიერნის კემპზე როგორ მოხვდით?
-კლუბის გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწიელობა, გავაგზავნე მონაცემები და ვიდეო, რის შედეგადაც დამიკავშირდნენ და გუნდში მოხვედრა მომილოცეს.
– რა არის თქვენი მიზანი ამ გუნდში?
– ჩემი მიზანია პირველ რიგში ბაიერნში დარჩენა და გუნდში თავის დამკვიდრება.
– რომელია თქვენი ოცნების გუნდი?
– ბავშვობიდან ბარსელონას ქომაგი ვარ და ვოცნებობ ამ გუნდში თამაშზე. თუმცა ჯერჯერობით ჩემს კარიერაში სხვა გეგმები მაქვს.








