NBA-ს ლეგენდამ და ამჟამად TNT-ს ტელეწამყვანმა ჩარლზ ბარკლიმ აღწერა, თუ რას ელოდება ბრუკლინის ახალი დიდი ტრიოსგან – კევინ დურანტი, კაირი ირვინგი და ჯეიმს ჰარდენი.
მსოფლიოში საუკეთესო სერიალი გველოდება. ამას მოუთმენლად ველი.
ვფიქრობ, ეს იქნება შესანიშნავი სანახაობა. სამი ადამიანი ცდილობს გაერთიანებას ნიუ იორკში. ეს იქნება საოცარი სატელევიზიო შოუ. მოუთმენლად ველი, აღფრთოვანებული ვარ.
ჩაკმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა კაირი ირვინგის საქციელის გამო და ბრუკლინის გამთამაშებელს გაზრდისკენ და მეტი მუშაობისკენ მოუწოდა.
დროა კაირი გაიზარდოს და მოიქცეს როგორც დიდი მოთამაშე. როდესაც პროფესიონალი ხდები და წელიწადში 30 მილიონ დოლარს გამოიმუშავებ, ხალხის უმეტესობისგან განსხვავებული მოთხოვნები გაქვს. ვფიქრობ, ირვინგმა მეტი უნდა იმუშაოს, სხვანაირად არაფერი გამოვა, – თქვა ბარკლიმ.
მოგეხსენებათ, კაირიმ გაურკვეველი პირადი მიზეზების გამო ნეთსის ხუთი თამაში გამოტოვა. გუნდში განაცხადეს, რომ იანვარში მოთამაშე ხელფასს მინიმუმ ორი გამოტოვებული მატჩისთვის დაკარგავს.
მინიმუმ 800 000 აშშ დოლარი ირვინგის ხელფასიდან დაიქვითება. გარდა ამისა, კალათბურთელი 50 ათასი დოლარით კორონავირუსზე NBA პროტოკოლების დარღვევისთვის დააჯარიმეს.





