ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი და “ასტონ მარტინის” პილოტი, სებასტიან ფეტელი უკრაინას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს. ბაჰრეინში წინასასეზონო ტესტებზე გერმანელი ავტომრბოლელი ომის საწინააღმდეგო და უკრაინის მხარდასაჭერი სახის ჩაფხუტით იასპარეზებს.
ჩაფხუტზე გამოსახული იქნება უკრაინის დროშა, წარწერა No War და მშვიდობის სიმბოლო მტრედი. მის ზედა მხარეს კი დატანილია ჯონ ლენონის ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი.







