უკრაინაში საომარი მოქმედებები მეხუთე დღეა მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საბრძოლო შეტაკებები ახლა კიევში და რამდენიმე სხვა ქალაქში მიმდინარეობს
აღნიშნული მდგომარეობის გამო, უკრაინის ავტოსპორტის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანოს, FIA-ს, რუსი მრბოლელებისთვის გამოსვლის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.
აპელაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში ფორმულა 1-ის რუსი მრბოლელი, ნიკიტა მაზეპინი, 2022 წლის სეზონს ვერ დაიწყებს.





