გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, “ჰამბურგმა” “ჰეიდენჰეიმს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
გიორგი ჩაკვეტაძე, მატჩში 66-ე წუთზე ჩაერთო და მოედანზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გიოს შეფასება შეფასება 7.1 გამოვიდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩაკვეტაძე ტრიბუნაზე მყოფი ქართველი გულშემატკივრებისკენ გაემართა და მათ სასახსოვროდ საკუთარი მაისური გადასცა.





