გიორგი ჩაკეტაძემ 2021/22 წლების სეზონი იმედიანად დაიწყო. მას ბოლო წლებში გამუდმებით ტრავმები სტანჯავდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და ჟუპილერლიგაში “გენტის” ბოლო მატჩებში სასტარტოში შემადგენლობაშიც გამოჩნდა.
voetbalnieuws-მა ქართველ ფეხბურთელს სტატია მიუძღვნა და წერენ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის უიღბლობა დასრულდა.
“ოთხი წელიწადია გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის მოედნებზე ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად მიიჩნევა, მაგრამ გაჭიანურებული ტრავმების გამო, ქართველმა ფეხბურთელმა ამ სტატუსის გამართლება ჯერჯერობით ვერ შეძლო. როგორც ჩანს, ამ სეზონში ჩავკეტაძე ბოლოს და ბოლოს ჩადგა მწყობრში.
გენტმა ქართველი ტალანტი 2017 წლის აგვისტოში, დინამო თბილისიდან მიიწვია. 17 წლის ფეხბურთელი ხასიათდებოდა, როგორც განსაკუთრებით ნიჭიერი ნახევარმცველი. ჩაკვეტაძეზე მაშინ თვალი ასევე ეჭირათ ლევერკუზენს, ბაიერნს, ტოტენჰემსა, ბორნმუთსა და ჰოფენჰაიმს.
მოგვიანებით ჩაკვეტაძემ გამოავლინა თავისი ტალანტი და კლუბის ფანებსაც შეაყვარა თავი, რომლებაც ქართველ არტისტს “ჩაკი” შეარქვეს. ჩაკვეტაძემ სწრაფად მოიპოვა ბელგიის ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელის სახელი, მისი შთამბეჭდავი თამაში კი შეუმჩნეველი არავისთვის რჩებოდა.
2019 წლიდან გიორგი ჩაკვეტაძის სათამაშო წუთები კი შემცირდა, რისი მიზეზიც ტრავმები გახდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ის თითქმის ყველას დაავიწყდა, მაგრამ ჩაკვეტაძე 2021 წელს დაბრუნდა. ვანჰეზებრუკი ქართველს ნელ-ნელა ტვირთავდა, რაც ერთადერთი სწორი მიდგომაა ტრავმებისკენ მიდრეკილ, მაგრამ ნიჭიერ მოთამაშესთან მიმართებაში.
გენტის მწრთნელმა გიორგი ჟუპილერლიგის ბოლო ორ მატჩში სასტარტოში დააყენა.
ამრიგად, ჩაკვეტაძე დამაჯერებლად მიიწევს იმისკენ, რომ დაიბრუნოს ბელგიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი. და მიშელ ლუვაჟიც ბედნიერი იქნება, როდესაც დაინახავს, რომ გიორგის საბაზრო ფასი დაუბრუნდა 9-მილიონიან ნიშნულს. ხუთშაბათს ჩაკვეტაძე იძულებული გახდა, უარი ეთქვა ანორთოსისთან შეხვედრაში მონაწილეობაზე, რისი მიზეზიც ბარძაყის კუნთში დისკომფორტი იყო, მაგრამ ქართველი კვირის მატჩისთვის მოემზადება, რომელსაც გენტი ანტვერპენთან გამართავს”, – წერს ბელგიური მედია.





