პოლონური სპორტული გამოცემების თანახმად, საქართველოს ნაკრების და უნგრული “ფეჰერვარის” ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე ვროცლავის “შლიონსკის” ინტერესშია. როდესაც პოლონური კლუბი ერიკ ექსპოსიტოს გაყიდის, ვროცლავში მის ნაცვლად ქართველი ფეხბურთელის დამატება სურთ.
25 წლის ესპანელმა ფორვარდმა, ერიკ ექსპოსიტომ “შლიონსკის” შემადგენლობაში გასულ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, მან გასულ სეზონში 12 მატჩში 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი დაგროვა.








