ბრაზილიის ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი, ბრუნო გიმარაეში კარიერას “ნიუკასლში” გააგრძელებს. ინფორმაციას ინგლისური გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ბრიტანულმა გუნდმა ბრაზილიელი ფეხბურთელი “ლიონიდან” 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2026 წლის ზაფხულამდე მოაწერა.
კლუბში ჩადებული ინვესტირების შემდეგ, “ნიუკასლმა” გიმარაეშის დამატებით მესამე ფეხბურთელი შეიძინა. მათ აქამდე კრის ვუდის და კირან ტრიპიერის ტრანსფერები განახორციელეს.
ცნობისთვის, ბრუნო გიმარაეშმა მიმდინარე სეზონში 29 ჩატარებულ შეხვედრაში 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
🇧🇷 𝗕𝗥𝗨𝗡𝗢 🇧🇷
Newcastle United are thrilled to announce the signing of Bruno Guimarães from Olympique Lyonnais on a four-and-a-half year deal.
Bem vindo, @brunoog97!
— Newcastle United FC (@NUFC) January 30, 2022





