ინგლისის ნაკრების 31 წლის ფეხბურთელი კირან ტრიპიერი კარიერას “ნიუკასლში” გააგრძელებს. ინფორმაციას ბრიტანული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ინგლისურმა კლუბმა მადრიდის “ატლეტიკოს” გამოცდილ მცველში 12 მილიონი ფუნტი გადაუხადა.
31 წლის ფეხბურთელმა “ნიუკასლთან” კონტრაქტს ხელი 2024 წლის ზაფხულამდე მოაწერა.
ტრიპიერმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“ძალიან ბედნიერი ვარ ნიუკასლში გადასვლით. ყველამ იცის, რომ გულშემატკივრები წარმოუდგენლად ემოციურები არიან და მე მათთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვეღარ ვითმენ, ისე მინდა ვარჯიში.
მადლობა ყველას “ნიუკასლში” და გულშემატკივრებს თბილი დახვედრისთვის, რაც აქამდე მივიღე.” – განაცხადა კირან ტრიპიერმა.
შეგახსენებთ, რომ ტრიპიერმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” ერთად გასულ სეზონში ლა ლიგა მოიგო, გამოცდილმა მცველმა მადრიდულ კლუბში 86 შეხვედრაში 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, ტრიპიერს “ნიუკასლის” ამჟამინდელ მწვრთნელთან ედი ჰაუსთან აქამდეც უმუშავია, ისინი ერთად “ბარნლიში” ასპარეზობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტრიპიერის შენაძენი ინგლისურ კლუბში არაბი ინვესტორების მიერ განხორციელებული პირველი სერიოზული ტრანსფერი გახლავთ.
✍️ Newcastle United are delighted to announce the signing of Kieran Trippier from Atlético Madrid on a two-and-a-half-year deal!
Welcome, @trippier2!
⚫️⚪️
— Newcastle United FC (@NUFC) January 7, 2022





