დიდებული ისტორია დასასრულს მიუახლოვდა!ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერის დასრულების შესახებ ინფრომაცია გამოაქვეყნა. 32 წლის ძიუდისტმა დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა და მე-5 ადგილი დაიკავა. რამოდენიმე წუთის წინ ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა თავის სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა. დღემდე იყო ბევრი სიხარული ბევრი გულის ტკენა მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა, როგორც პიროვნება.
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით მადლობა ყველას ვინც დღემდე გვერდში მედგა ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს
მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება. მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს მაგრამ მინდა იცოდეთ რო უზომოდ მიყვარხართ.
იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება.
ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია ოდესმე შევძლებ რო ყველაფერი გითხრათ ყველას.”-განაცხადა ლიპარტელიანმა
ახლა კი ლიპარტელიანის ბრწყინვალე სპორტულ კარიერას თვალი გადავავლოთ:
ოლიმპიური თამაშები – 1 ვერცხლი
მსოფლიოს ჩემპიონატი – 3 ვერცხლი 3 ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონატი – 3 ოქრო 6 ვერცხლი 1 ბრინჯაო
IJF-ის მსოფლიოს ტურები – 13 ოქრო 4 ვერცხლი 10 ბრინჯაო





