არგენტინის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი როდრიგო დე პაული “უდინეზედან” კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში განაგრძობს.
გავრცელებული ინფორმაციით ესპანეთის ჩემპიონმა არგენტინელ ნახევარმცველში 35 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელმა კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
ცნობისთვის, 27 წლის არგენტინელმა გასულ სეზონში “უდინეზეს” მაისურით 36 მატჩი ჩაატარა 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ დე პაული რამოდენიმე დღის წინ “ალბისელესტეს” ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის გამარჯვებულიც გახდა .





